ეკონომიკა

სომხური რძის პროდუქტის წარწერით „მაწუნ“ რუსეთში ექსპორტი შეუძლებელია: რა გამოსავალი მოიძებნა, რა ნაბიჯები გადაიდგა

სომხური წარმოების მაწონის რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტზე გატანა არ შეიძლება, რადგან საქართველომ გააფორმა  “მაწონი” როგორც მისი გეოგრაფიული აღნიშვნა (GI), მაკალითად  როგორიცაა კონიაკი და ღვინო საფრანგეთში, ხოლო სომხურმა მწარმოებლებმა დაიწყეს  იგივე მაწონის ექსპორტირება რუსეთში წარწერით „სომხური მთის იოგურტი“.  ამ პრობლემას შეეხო სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰრანტ ბაგრატიანი.

სს-ს ეკონომიკის სამინისტრომ „არსენპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ  საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის სახით დარეგისტრირებულია სახელწოდება „მაწონი“. სახელმწიფომ რძის პროდუქტების მწარმოებლებს აცნობა, რომ სახელწოდების „მაწუნ“ არეულობას იწვევს საქართველოს რესპუბლიკაში დარეგისტრირებულ „მაწონთან“ და  შეიძლება პრობლემები შეიქმნას ამ სახელწოდების პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტის დროს.

„ჯერ კიდევ 2011 წელს სომხეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უფლებამოსილმა ორგანომ სახელის „მაწუნ“ რეგისტრაციის წინააღმდეგ მიმართა ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს, თუმცა, პროტესტი არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პრესსპიკერმა გაიანე ანტონიანმა.

როგორც მან თქვა, სომხურ-ქართული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე განიხილეს შეთანხმება გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და შენარჩუნების შესახებ. შეთანხმების დებულებები და  ორ ქვეყანაში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სიები მალე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება.

კომპანია „მარიანა“ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ახორციელებს  მაწონის გასაღებას.  საექსპორტო „მაწუნის“ ნაცვლად, კომპანია 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან პროდუქციაზე „სომხური მთის იოგურტს“ აწერს.

კარაპეტიანის თქმით, საქართველომ გეოგრაფიული ნიშანი მრავალი წლის წინ დაარეგისტრირა, მაგრამ ბოლო დრომდე არ ყოფილა არც მოთხოვნა, არც აკრძალვა, არც დაბრკოლება.

კომპანიამ სახელი შეუცვალა იოგურტის მხოლოდ ექსპორტირებულ პარტიას. მისი გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე იგივე ბრენდით გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button