საზოგადოება

არცახის ქრისტიანული სიწმინდეების სომხური იდენტურობა სადავო არ არის. საკათედრო ტაძარი

აზერბაიჯანის ხელისუფლების მორიგი ანტისომხური ინიციატივის შესახებ განცხადებას ავრცელებს წმინდა ეჯმიაძინის საკათედრო ტაძარი.

„ახლახან აზერბაიჯანის ხელისუფლება, კულტურის მინისტრის პირით, მორიგი ანტისომხური ინიციატივით გამოვიდა.

ამ უკანასკნელის განცხადებით, აზერბაიჯანში ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისგან „ავღანელი ისტორიკოსებისა და არქიტექტორების სამუშაო ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. აღვანური რელიგიური ტაძრებიდან ,,სომხების მიერ დატოვებული ყალბი კვალის“ წაშლას.

წმინდა ეჯმიაძინი კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის ხელისუფლების ამ ინიციატივას და უწოდებს მას ანტიადამიანურ და ანტიცივილიზაციურ ქმედებას სომხეთის, არცახის და სომეხი ხალხის მიმართ განუწყვეტელი მტრობისა და სიძულვილის მუდმივი გამოვლინებებით.

აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული არცახის ქრისტიანული სიწმინდეების სომხური იდენტურობა მეცნიერულად დადასტურებული რეალობაა და არ შეიძლება სადავო გახდეს გონივრული და ობიექტური აზროვნების ფარგლებში.

წმინდა ეჯმიაძინი მოუწოდებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, დაძმობილებულ ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს, საერთაშორისო სპეციალიზებულ ორგანიზაციებს, მტკიცე რეაგირება მოახდინონ ამ ღია კულტურული გენოციდის ფაქტზე. აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ამ და მსგავს გამოვლინებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button