ეკონომიკა

მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოინგები ახლა უკვე საქართველოში დამზადებული საავიაცო ნაწილებით მარაგდება

,,რუსთავი2″ წერს, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოინგები ახლა უკვე საქართველოში დამზადებული საავიაცო ნაწილებით მარაგდება.

უკვე მესამე წელია, რაც ქართველების დამზადებული საავიაციო ნაწილები ამერიკაში იგზავნება და მას იყენებენ, ისეთ ბოინგებზე, როგორიცაა, მაგალითად ბოინგ 787 “დრიმ ლაინერი”.

ქარხანა 2018 წელს “საპარტნიორო ფონდის” დახმარებით ისრაელელემა ინვესტორებმა გახსნეს,
ქარხანაში ნაწილებს ვერტმფრენებისთვისაც ამზადებენ. კომპანიაში, რომელშიც 90 მილიონი დოლარი ჩაიდო ახლა 160 თანამშრომელია, მათი უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა, რომელთა გადამზადებაც ისრაელში მოხდა.

ქარხანაში წარმოებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის.

ქარხანამ მხოლოდ ამერიკაში ექსპორტზე ათეულობით მილიონი ლარის პროდუქცია გაიტანა.

პანდემიის გამო ავიაინდუსტრიაში შექმნილი კრიზის დაძლევასთან ერთად საწარმოში ექსპორტის გაზრდას და სამუშაო ადგილების გაორმაგებას ვარაუდობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button