მთავარიპოლიტიკა

პუტინ-მაკრონის შეხვედრაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობა განიხილეს

მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარებაც განიხილეს. ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი, რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული საკითხის გარდა, სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებსაც შეეხო.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის მნიშვნელოვან როლს, ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარების დაკვირვებისას, მათ აღნიშნეს რუსი სამშვიდობოების პოზიტიური როლი, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას და ეხმარებიან მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობის მნიშვნელობა, მათ შორის რეგიონში გადაუდებელი ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ბ-ნ მიშელთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ბოლო ვიდეოკონფერენციის შედეგების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button