ეკონომიკა

რამდენი სომხური ღვინო გაიყიდა მსოფლიოში 2020 წელს?

,,სპუტნიკი სომხეთის” მონაცემებით 2020 წელს ეკონომიკაში არსებული კრიზისული რეალობის გამო სომხური ყურძნის ღვინის ექსპორტი ოდნავ შემცირდა. თუ 2019 წელს ეს დაახლოებით 11,9 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2020 წელს მან დაახლოებით 8,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეტიც, შემცირდა არა იმდენად ექსპორტირებული ღვინოების მოცულობა, არამედ მათი საშუალო ფასი. ექსპორტის მოცულობა შემცირდა 6%-ით, ხოლო ექსპორტის შემოსავალი – 25%-ზე მეტით.

სომხური ყურძნის ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდ ბაზრად რუსეთი რჩება. მთელი ექსპორტის დაახლოებით 56% აქ მიდის. 13%-ზე ოდნავ მეტი ექსპორტი ხდება აშშ-ში. დანარჩენი 30% – სხვა ქვეყნებში: უკრაინა, ბელგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, კანადა და ა.შ.

ჩინეთში ექსპორტის მოცულობა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. 2020 წლის მონაცემებით, იქ სულ დაახლოებით 70 000 დოლარის სომხური ღვინოა ექსპორტირებული.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები მხოლოდ ყურძნის ღვინოს ეხება.

რაც შეეხება სხვა ხილის ღვინოებს, მათი წარმოება და ექსპორტი სომხეთში ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და ყურძნის ღვინის ექსპორტის ინდექსსაც კი გადააჭარბა. 2020 წელს სომხეთიდან 10 მილიონი დოლარის ღირებულების ხილის ღვინო იქნა ექსპორტირებული.

ნახეთ მეტი
Back to top button