პოლიტიკა

რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებს

,,მთავარი არხი” წერს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის გარდა საქართველოს საზღვრის სიახლოვეს 30-მდე ლოკაციაზე ჩატარდება, მათ შორის  ჩეჩნეთში, დაღესტანში,  ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში.  

ცნობილია რომ თითოეულ ლოკაციაზე წვრთნებში მონაწილეობას 400 ჯარისკაცი მიიღებს და გამოყენებული იქნება  სამხედრო  ტექნიკა, ისეთი როგორიცაა ჯავშანტრანსპორტიორები და ბე-ემ-პეს ტიპის სამხედრო მანქანები მიიღებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button