საზოგადოება

რუსი სამშვიდობოები დადივანქის მონასტერს ეწვივნენ

მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეები დადივანქის მონასტერს ეწვივნენ.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. დადივანქის  მოძღვარმა რუს სამშვიდობოებს მოუყვა კომპლექსის შექმნის ისტორია, რომელიც მე-12-13 საუკუნეებიდან იწყება.

„დღეს რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეებმა ისტორიული ადგილი – დადივანქის კომპლექსი დაათვალიერეს.  ჩვენ შევეხეთ ჩვენი წინაპრების ისტორიას, ვნახეთ, როგორ აფასებდა  ხალხი ამ მოვლენას,  როგორ აფასებს მას დღეს. სახლში რომ დავბრუნდებით, აუცილებლად მოვუყვებით ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და ახლობლებს ამ ადგილის შესახებ”, – თქვა იური რომანიშინმა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის  წარმომადგენელმამთიან ყარაბაღში.

ცნობაში აღნიშნულია, რომ XII-XIII საუკუნეების დადივანქის სამონასტრო კომპლექსი შუა საუკუნეების სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსია. „არქიტექტურული კომპლექსი ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კომპლექსს დადივანკის სახელი ეწოდა წმინდა დადის სახელთან დაკავშირებით,  რომელიც ქადაგებდა ქრისტიანობას სომხეთის დასავლეთ ნაწილში და იყო მოციქულ თადეოსის მოწაფე. ლეგენდის თანახმად, კომპლექსი წმინდა დადის საფლავზე აშენდა“.

ნახეთ მეტი
Back to top button