მთავარიპოლიტიკა

სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პოლიტიკა ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის განცხადებებს შერიგების შესახებ: საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 3 თებერვალს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის, ანარ კერიმოვის განცხადებას აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი სომხური რელიგიური, ისტორიული და კულტურული ძეგლების იდენტობის განადგურების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ- ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის  ვაჰან ჰუნანიანის განცხადებაში.  

„სახელმწიფო დონეზე ასეთი სტრუქტურის შექმნა მეზობელი ხალხის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულად და უკანონოდ მითვისების, ისტორიული მეხსიერების ჩამორთმევის მიზნით, უპრეცედენტოა თუნდაც კონფლიქტების ისტორიისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვანდალიზმის და სომხური ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების შემთხვევები მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომის დროს, შემდგომ პერიოდში, არის მიზანმიმართული და დაგეგმილი და რომ მთიანი ყარაბაღიმხოლოდ ამ  პოლიტიკის ერთი ნაწილია.

აზერბაიჯანის მთავრობის ეს ნაბიჯი არის ღია გამოწვევა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებისა,  რომელიც აშკარად ავალდებულებს აზერბაიჯანს. „მიიღეთ ყველა საჭირო ზომა სომხური კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ეკლესიების, სხვა სალოცავი ადგილების, ძეგლების, ღირშესანიშნაობების, სასაფლაოების, არტეფაქტების წინააღმდეგ ვანდალიზმისა და შეურაცხყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დასასჯელად“.

შექმნილ ვითარებაში უფრო აქტუალური ხდება საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ, იუნესკოს დაუყოვნებელი ჩარევა – ადგილზე დაუბრკოლებელი ჩართულობა საყოველთაო კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი არცახის სომხური ძეგლების შესანარჩუნებლად, ვანდალიზმის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის იდენტურობის დამახინჯების ეს პოლიტიკა, რელიგიური სიწმინდეების განადგურება, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის განცხადებებს შერიგების მიღწევის შესახებ, სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის რეგიონს.

ნახეთ მეტი
Back to top button