მთავარიპოლიტიკა

ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, მეზობლებთან კომუნიკაციის პროცესის დაწყება გარდაუვალია. ანდრანიკ ქოჩარიანი

სრ ეროვნული კრების ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრი ანდრანიკ ქოჩარიანი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მეზობელ სახელმწიფოებთან კომუნიკაციის პროცესის დაწყებას გარდაუვლად მიიჩნევს და ასევე ხაზს უსვამს შიდა ერთიანობას. „არმენპრესის“ ცნობით, ასეთი მოსაზრება ქოჩარიანმა პარლამენტის განცხადებების დროს გამოთქვა.

„დღევანდელ გეოპოლიტიკურ დინამიურად სახიფათო მოვლენებს ჩვენი სახელმწიფო სტრატეგიული პარტნიორების, მეზობელ ქვეყნებთან მკაფიოდ მოწესრიგებული ურთიერთობების მოპოვების გარეშე წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. აშკარაა, რომ საუკუნეების მანძილზე იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოს გენეტიკური მეხსიერება, დროდადრო, ხელსაყრელი გარემოს შექმნისთანავე იღვიძებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევებში ღირსეული წინააღმდეგობის შექმნა“, – განაცხადა ქოჩარიანმა და მკვეთრად ცვალებად პოლიტიკურ მოვლენებში აუცილებლად მიიჩნია მოქნილობის გამოჩენა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის ომმა არცახში გამოუსწორებელი ადამიანური ზარალი გამოიწვია, რომლის ტკივილიც ყველას გვეკუთვნის, მაგრამ ასევე მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ, შევქმნათ, ხელახლა შევაფასოთ ცხოვრება და დრო. „ახლა ჩვენი ამოცანაა გავიგოთ კავკასიის რეგიონში მთავარი მოთამაშეების ნაბიჯები, გავაანალიზოთ ისინი, ვიყოთ რეალისტები, თავი შევიკავოთ დესტრუქციული ამპარტავნობისგან, გადაჭარბებული ემოციებისგან და ამ დროისთვის უსაფუძვლო თავდაჯერებულობისგან. ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად გარდაუვალია მეზობლებთან კომუნიკაციის პროცესის დაწყება, რამდენადაც არ უნდა შეგვიქმნას დაბრკოლებები დამარცხებულად ყოფნის გარემოებამ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარსულიდან გაკვეთილის მიღებით, სომხეთი  კონცენტრირებას გაუწევს მის ეროვნულ, სამეცნიერო პოტენციალს, შეეცდება ადგილობრივი კონკურენტუნარიანი შეიარაღების წარმოების დაწყებას. ამ ეტაპზე ქოჩარიანმა ასევე მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყნის შიდა შოკებისა და რღვევებისაგან გათავისუფლებას, აქცენტი გაუკეთა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფორმირებას და სტაბილურობის განმტკიცებას. „მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და სახელმწიფოს სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა გამოვიჩინოთ ერთიანობა, ცივი ინტელექტი, წინდახედულობა, ამასთანავე არ დავივიწყოთ წარსული. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა წინსვლის, მნიშვნელოვანი წარმატების დასაფიქსირებლად“, – დაასკვნა ქოჩარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button