მთავარიპოლიტიკა

ბაქოდან დადებითი სიგნალის მიღებისთანავე განვახორციელებთ ავტოსატრანსპორტო მარშრუტის აღდგენის პროცესს. ფაშინიანი

9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეროვნულ კრებაში შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენასა და გზების განბლოკვის პროცესს.

მან შეახსენა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების დონეზე მიღწეულია შეთანხმება ერასხ-ჯულფა-ორდუბად-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის მშენებლობასა და აღდგენაზე და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რკინიგზის მშენებლობის ორგანიზებისთვის.

ბოლო ხანებში სრ ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალეკსეი ოვერჩუკს და „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელს ოლეგ ბელაზიოროვს. ამჟამად განიხილავენ ტექნიკური ამოცანის გაფორმების, დაპროექტების და მშენებლობის სამუშაოებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რკინიგზა საერთაშორისო წესების შესაბამისად, ორი ქვეყნის კანონმდებლობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში უნდა მუშაობდეს, რაც ნიშნავს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უნდა განხორციელდეს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლი. უნდა შევთანხმდეთ პარამეტრებითაც, რადგან იგივე პარამეტრებით რკინიგზა ავაშენოთ, ვინაიდან ისინი ერტმანეთს უნდა დაუკავშირდეს. ეს, ფაქტობრივად, გახდება საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტი და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად მალე დავარეგისტრიროთ, გაფორმდეს, თუ რატიფიკაციის საჭიროება იქნება, რატიფიცირებული იქნება ასევე პარლამენტში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

რაც შეეხება გზებს, პრემიერის თქმით, წინადადებები ჩამოყალიბდა და გადაეცა აზერბაიჯანულ მხარეს, რუსულ მხარეს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„როგორც კი მივიღებთ დადებით პასუხს აზერბაიჯანისგან, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ავტოსატრანსპორტო მარშრუტების აღდგენისა და მშენებლობის პროცესი“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამ პროექტს „სომხური გზაჯვარედინი“ ჰქვია, რადგან ის ეხება ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის გზაჯვარედინს და მისი გაშვება შეიძლება გარდამტეხი იყოს სომხეთის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button