საერთაშორისო

ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართება. საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით მიიღებენ მონაწილეობას სხდომის მუშაობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია.

დელეგაციები განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ნახეთ მეტი
Back to top button