საზოგადოება

„ერებუნის“ სამხედროებმა სომხეთის საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთობლივი ოპერაციები განახორციელეს

“ერებუნის” ავიაბაზის პერსონალმა და სომხეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფებმა  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთობლივი ოპერაციები ჩაატარეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარისკაცებმა, სომხეთის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, ჩაატარეს მეცადინეობა  საჰაერო სამიზნეების აღმოჩენისა და გაუვნებლობის თემაზე.  

ცნობაში ხაზგასმულია, რომ მორიგე ფრენები განხორციელდა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ორი ქვეყნის საზენიტო და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების გაერთიანებულ მორიგე ზონებში, 50-დან 6 ათას მეტრამდე სიმაღლეზე,სხვადასხვა სიჩქარით.

ნახეთ მეტი
Back to top button