ეკონომიკა

ირანოლოგი: მეღრის გავლით რკინიგზა არ წარმოადგენს დაბრკოლებას “სპარსეთის ყურე – შავი ზღვა” მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნისთვის

ჰორადიზ-მეღრი-ჯულფა-ორდუბად-იერასხის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა აზერბაიჯანიდან სომხეთში არ იქნება დაბრკოლება „სპარსეთის ყურე-  შავი ზღვის“ მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის. ასეთი მოსაზრება „არმინფოს“  კორესპოდენტთან საუბარში  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა ვარდან ვოსკანიანმა გამოთქვა.

2016 წლიდან, ირანის ინიციატივით, რეგიონის ქვეყნები „სპარსეთის ყურე- შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნის პერსპექტივას განიხილავენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინიციატივის ფარგლებში ხუთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, ორი თეირანში, ასევე სოფიაში, თბილისსა და ერევანში.

„არ მგონია, რომ ამ რკინიგზის რეინკარნაციის გამო თეირანმა შეცვალოს მულტიმოდალური დერეფნის მარშრუტი სომხეთის სიუნიქის რეგიონიდან ნახიჩევანამდე, „სპარსეთის ყურე-შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფანი, რომლის ნაწილიცაა ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, არის გზავნილი სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის“, – განაცხადა მან.

ზოგადად, ირანელი ექსპერტი სომხეთ-ირანული თანამშრომლობის გაღრმავებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს. კერძოდ, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგროვილი საერთაშორისო ტერორისტების ფონზე. ამ კუთხით, ის ხედავს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას ერევანსა და თეირანს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად უნდა ამოქმედდეს.

“სპარსეთის ყურე-ზღვის” მულტიმოდალურ დერეფანზე საუბრისას  ვოსკანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის სომხური ნაწილის მშენებლობა მალე დასრულება.

 “დღეს სომხეთში ბევრს საუბრობენ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სარგებელზე. მაგრამ რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ ირანი არ ჩამოუვარდება თურქეთს ეკონომიკური მიმზიდველობით. ირანთან ღია საზღვრის არსებობა  პრაქტიკაში არ გამოიყენება. აქ კიდევ ერთხელ უნდა ხაზგასმით აღვნიშნო მეღრის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სრული ექსპლუატაციის შესაძლებლობა არა მხოლოდ ირანსა და სომხეთს შორის, არამედ ევრაზესის მასშტაბებით“, – დაასკვნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button