კულტურა

იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი მიგვაჩნია სასწრაფო და გადაუდებელი. სსს-ს პრესსპიკერი

იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტს მთიან ყარაბაღში მივიჩნევთ სასწრაფოს და გადაუდებელს,  „რადიოლურს“ განუცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა.

„სომხეთი მხარს უჭერს მისიის რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებას ,,შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ 1954 წ. ჰააგის კონვენციის და მასზე თანდართული ორი პროტოკოლის შესაბამისად, – აღნიშნა ჰუნანიანმა.

მისი თქმით, იუნესკოს მისიის განხორციელება და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყოვლისმომცველი შესწავლა ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და შესაძლო ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილებას.

„ერევანსა და ბაქოში იუნესკოს დელეგაციის შესაძლო ვიზიტს ჩვენ განვიხილავთ ზემოაღნიშნულ კონტექსტში. კონკრეტული პირობები და შეთანხმებები ამ დროისთვის არ არსებობს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button