საერთაშორისო

მოქალაქეები ტარიფების ზრდას სამ ქალაქში აპროტესტებენ

ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გაძვირებას აპროტესტებენ. ამის შესახებ მასალებს აქვეყნებს ქართული მედია.

აქცია სახელწოდებით:”არა გაძვირებულ ელექტროენერგიას” სამ ქალაქში ერთდროულად იმართება.

აქცია მიმდინარეობს გორში, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები – “მატყუარა მთავრობა”; “გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში”, “შემცირებულ გადასახად ცვლილებები მოიტანს”.

აქცია მიმდინარეობს ზუგდიდშიც, სადაც აქციის მონაწილეები მერიასთან შეიკრიბნენ. რაც შეეხება თელასში მიმდინარე აქციას, მოქალაქეები ტარიფების ზრდას “ენერგო პრო ჯორჯიას” ოფისთან აპროტესტებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button