მთავარიპოლიტიკა

სომხეთი გააგრძელებს ძალისხმევას სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი

მთავრობის პროგრამაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება სომხეთის რესპუბლიკისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოების დამატებით გარანტიად მიიჩნევა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა უპასუხა ფრაქცია “ჰაიასტანის” მდივნის არწვიკ მინასიანის კითხვას.

არწვვიკ მინასიანმა მოიყვანა ნაწყვეტი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან, სადაც აღნიშნულია, რომ სომეხი ხალხის ეროვნული მიზნებია სომეხთა გენოციდის აღიარება, შედეგების დაძლევა და აღმოფხვრა. მინასიანმა იკითხა, აგრძელებს თუ არა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ამ მიზნების შენარჩუნებას.

საპასუხოდ არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ყველა იმ ნაბიჯის თანმიმდევრულ განხორციელებას, რომელიც აღნიშნულია მთავრობის პროგრამაში, რომელიც ამ პარლამენტმა დაამტკიცა.

 „ამ პროგრამაში ნათლად არის ნათქვამი, რომ სომხეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია როგორც სომეხთა გენოციდის აღიარებაზე, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ამ დანაშაულის შემდგომი გამოვლინების პრევენციაზე“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button