მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანი. სამშვიდობოები არცახში უნდა დარჩნენ იმდენ ხანს, სანამ სტატუსის საკითხი არ მოგვარდება

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანამ არ გადაწყდება არცახის სტატუსის საკითხი, სამშვიდობოები იქ უნდა იყვნენ. ამის შესახებ 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„სანამ სტატუსზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, იქ სამშვიდობოების აქტიურობა არის აუცილებლობა. „სომხური მხარე იმუშავებს, რომ სამშვიდობოები იქ დარჩნენ საკითხის გადაწყვეტამდე“, – განაცხადა გრიგორიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა სომხური მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ეუთო-ს მჯ-ის ფარგლებში, მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, გრიგორიანის თქმით, „ნებისმიერი პროცესი, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს მშვიდობიანი გადაწყვეტა, შემაშფოთებელია“. უფრო მეტიც, გრიგორიანი ფიქრობს, რომ მჯ ქვეყნებს გააჩნიათ ყველა ბერკეტი, აქტიურობით სამხედრო განვითარების ნებისმიერი მცდელობის შესაჩერებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button