მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანი. სომხეთს არასოდეს დაუყენებია პირობები დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხში

სომხეთს არასოდეს დაუყენებია დაუყენებია პირობები დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხში. ამის შესახებ 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

კომენტარი გაუკეთა რა სომხეთის მისამართით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრივ ბოლო თავდასხმას, გრიგორიანმა აღნიშნა: სომხეთმა მხოლოდ 26 ნოემბერს სოჭში აღებული ყველა ვალდებულების შესრულება მოითხოვა და ეს განცხადებაშიც არის ნახსენები. გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების ასამაღლებლად, შემდეგ დაიწყოს დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი. სომხეთს სურს, რომ შეთანხმებები შესრულდეს. გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი გარემოება: როდესაც სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ძალიან ახლოს არიან, ნებისმიერმა პოლიტიკურმა პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე და გახდეს გამწვავების მიზეზი. სომხეთი სთავაზობთ ჯარების სარკისებურ უკანდახევას, იქ სასაზღვრო ჯარების განლაგებას, რათა დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი მშვიდად წარიმართოს. ამაშიც კი არ შეიძლება იყოს პირობის აღქმა“.

ნახეთ მეტი
Back to top button