პოლიტიკა

ბაიდენი: აშშ-ს მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ

,,Metronome.ge” წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, უკრაინაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ბაიდენის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის სამხედრო დანაყოფებს არ გაგზავნის, რადგან ამან, შესაძლოა, სიტუაცია მსოფლიო ომის დაწყებამდე მიიყვანოს.

“ამერიკის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ იქაურობა. ჩვენ საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიასთან. ეს სულ სხვა სიტუაციაა, ყველაფერი სწრაფად შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან”, – განუცხადა ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-ს და აღნიშნა, რომ მოქალაქეების გამოსაყვანად აშშ-ს დანაყოფები უკრაინაში ვერ შევლენ – “ეს უკვე მსოფლიო ომს ნიშნავს, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს სროლას დაუწყებენ”, – ამბობს ბაიდენი.

ჯო ბაიდენის თქმით, “პუტინი საკმაოდ უგუნურია საიმისოდ, რომ უკრაინაში შეიჭრას, მაგრამ საკმარისაც ჭკვიანი იმისთვის, რომ ამერიკის მოქალაქეებს არაფერი დაუშაოს”.

ნახეთ მეტი
Back to top button