პოლიტიკა

კონფლიქტის ზონაში ფაქტების დამდგენი მისიის განხორციელება მიგვაჩნია პრიორიტეტულად და გადაუდებელად. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი პრიორიტეტულად და გადაუდებელად მიიჩნევს 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ იუნესკოს გენერალური მდივნის ოდრი აზულეს მიერ შემოთავაზებული ფაქტების დამდგენი მისიის განხორციელებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

„სომხეთი მხარს უჭერს ამ მისიის რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებას:  ,,შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მისი ორი პროტოკოლის შესაბამისად.

წარმოიშვა იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის გადაუდებელი აუცილებლობა, ომის შემდგომ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე  სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის გადაშენების გარდაუვალი საფრთხისგან დასაცავად.

სომხური ძეგლების მიმართ ვანდალიზმის შემთხვევები, ასევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიერ სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის იდენტობის დამახინჯების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განცხადება ადასტურებს, რომ ასეთი საფრთხე უფრო რეალურია.

„ჩვენ განვიხილავთ იუნესკოს დელეგაციის შეთავაზებას, ეწვიოს ბაქოს ექსკლუზიურად იუნესკოს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებული ზემოაღნიშნული მისიის ფარგლებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button