საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი„ ტექნიკური ხარვეზის გამო ბოდიშს იხდის

9 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ 20:00 საათზე საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ ერთ-ერთ სიუჟეტში გამოყენებულ ფოტოზე პრობლემური, მიუღებელი წარწერები იყო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში სომხეთის  საელჩო ავრცელებს.

„საქართველოში სომხეთის  საელჩო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკითხთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა. „10 თებერვალს ტელეკომპანია „იმედმა“ მომხდარის გამო ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.

ქვემოთ მოცემულია ტელეკომპანიის განმარტება:

„ტელეიმედი ბოდიშს გიხდით ტექნიკური შეცდომისთვის. “ქრონიკის” 20:00 საათზე გადაცემაში შეცდომა მოხდა. კერძოდ, „ქართული მაწონი  მაწუნის  წინააღმდეგ“ სიუჟეტის ჩვენებისას გამოყენებულ ფოტოზე წარწერა ორიგინალს არ შეესაბამებოდა. ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, სინანულს გამოხატავენ, ბოდიშს უხდიან დაშვებული შეცდომისთვის. გადაცემის  ეს ნაწილი მოიხსნება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან“.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის ვიდეოში მაწონის  ექსპორტის აკრძალვის შესახებ წამყვანების ფონზე მინის ქილებზე სომხური ასოებით ეწერა „ყარაბაღი აზერბაიჯანია“, „ტოლმაც აზერბაიჯანულია“.

ნახეთ მეტი
Back to top button