მთავარისაზოგადოება

“გეოგრაფიული აღნიშვნა”. სომხეთიც დაარეგისტრირებს სახელწოდებას „მაწუნ“

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სომხური მაწუნის ექსპორტის საკითხებით დაკავდება.

გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კანონში უკვე შევიდა ცვლილება, რომელშიც გეოგრაფიული აღნიშვნის განმარტება შეიცვალა, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს დაარეგისტრირონ სახელწოდება „მაწუნ“, როგორც „გეოგრაფიული აღნიშვნა“. შემდგომში ვიმედოვნებთ, რომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ორმხრივად ვაღიაროთ მათი „მაწონის“ სახელწოდება ჩვენს ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკაში, და ჩვენი სახელწოდება „მაწუნ“ – საქართველოში. ქართულმა მხარემ წარმოგვიდგინა შეთანხმება, სახელწოდებით „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთ აღიარებისა და დაცვის შესახებ“, – ამის შესახებ  ,,რადიო თავისუფლებას“ განუცხადა ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტინე ჰამბარიანმა.

ბოლო დროს სომხეთიდან რძის პროდუქტების ექსპორტიორებს პრობლემები შეექმნათ პროდუქციის ეტიკეტზე „მაწუნ“ საქართველოში გატარებისას. ქართველმა მებაჟეებმა ტვირთი გააჩერეს იმ მოტივით, რომ საქონლების სახელწოდებით „მაწუნ“  და მათ ქვეყანაში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის „მაწონის“ მსგავსების გამო არევის ხარისხი არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ,,მაწონი“ საქართველოში ჯერ კიდევ 2012 წელს დარეგისტრირდა.

ნახეთ მეტი
Back to top button