მთავარიპოლიტიკა

დავით ბაბაიანი. აზერბაიჯანი ახორციელებს კულტურულ გენოციდს ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

აზერბაიჯანი ახორციელებს კულტურულ გენოციდს ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.

„კულტურული გენოციდი სხვადასხვა გზით ხდება. ხდება ძეგლებისა და სასაფლაოების ბარბაროსული ნგრევა, პარალელურად  ხდება ამ ძეგლების სომხურობის უარყოფის და მათი ალბანელებისთვის მიკუთვნების მცდელობა. ეგ სისულელეა. აზერბაიჯანული მხარე მსგავს მცდელობებს იმ შემთხვევებში მიმართავს, როდესაც ძეგლის, მაგალითად, დადივანქის მიწასთან გასწორებას ვერ ახერხებს. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ერდოღანის განცხადება, რომ თურქები იყვნენ პირველები, რომლებიც დაეშვნენ მთვარეზე. შუმერებს აზერბაიჯანელებსაც უწოდებენ. “ცივილიზებულმა სამყარომ უნდა უპასუხოს აზერბაიჯანის ქმედებებს”, – ხაზგასმით აღნიშნა დავით ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button