პოლიტიკა

კალიფორნია და სიუნიქი დაძმობილდნენ

კალიფორნიის შტატის სენატმა მიიღო რეზოლუცია სომხეთის სიუნიქის რეგიონთან დაძმობილების  და  რეგიონული თანამშრომლობის დამყარების შესახებ.

ლოს-ანჯელესში სომხეთის გენერალური საკონსულოს ცნობით, რეზოლუციით კალიფორნია სოლიდარობას უცხადებს სომხეთის სამხრეთ რეგიონს – სიუნიქს.

აღნიშნულია, რომ კალიფორნიის შტატის ხალხის სახელით, ეს დოკუმენტი სომხეთის სიუნიქის რეგიონის მცხოვრებლებს სთავაზობს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას 2026 წლის 1 იანვრამდე, რათა წაახალისონ და ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო, ეკონომიკური და კულტურული  სფეროები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოს მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას სიუნიქის რეგიონთან სახელმწიფო ურთიერთობის გზით.

ACR 105 რეზოლუციის თანახმად, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას  გაუწევს პარტნიორობას, რომელშიც შევლენ  კალიფორნიისა და სიუნიქის ხელმძღვანელი ორგანოები და  საზოგადოების წარმომადგენლები.

„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს კალიფორნიის სოლიდარობას სომხეთისადმი, ისევე როგორც ჩვენი 1 მილიონიანი კალიფორნიის სომხური თემისადმი“, – თქვა რეზოლუციის ავტორმა,  სახელმწიფო ასამბლეის წევრმა კრის ჰოლდენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button