საზოგადოება

მიწისძვრამ სანატორიუმ “ქართლში” ნგრევა გამოიწვია | ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს

,,მთავარი არხი” წერს, რომ ძლიერმა მიწისძვრამ სანატორიუმ “ქართლში” ნგრევა გამოიწვია. როგორც Post Factum-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას სანატორიუმში მცხოვრებლები საუბრობენ, ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. 

მიწისძვრის გარეშე ისედაც ხდებოდა გაურკვეველი მიზეზით ნგრევა, ახლა კიდევ უფრო მეტია ამის საფრთხე და, როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან მე-4 სართულზე და მე-7 სართულზე ისევ არის ჩამონგრეული გარკვეული უბნები. ჩვენ გამოვედით ყველანი გარეთ იმიტომ რომ როგორც კი მიწისძვრა ვიგრძენით რა თქმა უნდა ძალიან დიდი პანიკა იყო მოსახლეობაში და ახლა ყველანი ვიმყოფებით გარეთ. მოვიდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, დაათვალიერეს ტერიტორია და ველოდებით მათ რეკომენდაციებს, – ამბობს სანატორიუმის მცხოვრები თამარ საუთიევა. 

ნახეთ მეტი
Back to top button