საქართველოში არსებულ „განჯის კარიბჭეს“ აზერბაიჯანთან არანაირი კავშირი არ აქვს, ბაქოს განცხადებების საპასუხოდ ამბობენ ქართველი ექსპერტები. მათი აზრით, ეს არის აზერბაიჯანის პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, სადაც ის ცდილობს სხვისი მემკვიდრეობა საკუთარ თავს მიაწერს.
ოფიციალური თბილისი, სხვათა შორის, გამოეხმაურა ბაქოს განცხადებებს, რომ განძის (განჯის) კარიბჭის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხი ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.
საქართველო არასერიოზულად მიიჩნევს ბაქოს განცხადებას, რომ თბილისთან მოლაპარაკებები განძა (განჯის) კარიბჭის დაბრუნებაზე მიმდინარეობს. ასეთი მოლაპარაკებები დაუშვებელია, ამბობს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “რადიოლურთან” საუბარში.
„მაინტერესებს რატომ უნდა განიხილონ ეს საკითხი, ეს აზერბაიჯანული მემკვიდრეობა კი არ არის, არამედ სპარსული, საუკუნეების მანძილზე ის საქართველოში ინახებოდა. აზერბაიჯანი მაშინ არ არსებობდა, ტერიტორია სპარსული სახანო იყო“.
ეს ეხება მე-12 საუკუნეს. ქართული წყაროების მიხედვით, დავით აღმაშენებლისც ვაჟმა მეფე დემეტრე (დაჩი) I-მა 1138-1139 წლებში აიღო განძა (განჯა) და კარიბჭე სამხედრო ნადავლად ქუთაისში, გელათის მონასტერში გადაიტანა. შემორჩენილია კარიბჭეზე ქართულად შესრულებული წარწერა. იგი ითვლება შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად. დამზადებულია თუჯისგან და რკინისგან, დაფარული ორნამენტებით და ნახატებით.
არეშიძე განმარტავს რომ, „ეს იყო ქართველი მეფის სიმბოლური ნაბიჯი. იმისთვის, რომ ქალაქი მომავალში უნდა იყოს მეგობრული ქალაქი – მას არ უნდა ჰქონდეს კარიბჭე“.
პოლიტოლოგი დავით აქუბარდია ამბობს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები დაუშვებელია. „ის, რაც ლუვრშია, ნაპოლეონის ნადავლია, მაგრამ ამას ვერავინ ვერ მოითხოვს“. გარდა ამისა, ის ირწმუნება, რომ კარიბჭეს, რომელიც საქართველოში ინახება აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანელებთან საერთო არაფერი აქვს.
“Გაკვირვებული ვარ . ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ახლა უნდათ გაითავისონ, მიიკუთვნონ. ამბობენ, რომ ალბანელებიც მათი წინაპრები არიან, ერთი სიტყვით, ხელოვნურად ქმნიან უძველესი ერის ისტორიას, უბრალოდ არასერიოზულია, არარეალურია“.
სხვათა შორის, ბაქო ამ საკითხს ოფიციალურად პირველად არ აყენებს, მაგრამ საქართველოში მას თითქმის არ განიხილავენ.
თუმცა, აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს. ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჯერ კიდევ დაუზუსტებელ ნაწილში, წარმოადგენენ აზერბაიჯანის ისტორიის განუყოფელ ნაწილად და აცხადებენ, რომ ძეგლი ალბანურია და რომ ალბანელები მათი წინაპრები იყვნენ.
ავტორი: გიტა ელიბეკიან