პოლიტიკა

პროგნოზი: თურქეთის მიერ აზერბაიჯანის შთანთქმა კარგს არაფერს მოუტანს სომხეთს, რუსეთს და ირანს

აზერბაიჯანის და ახლა უკვე თურქეთის პარლამენტის მიერ „შუშის დეკლარაციის“ რატიფიცირება თურქეთის მიერ აზერბაიჯანის შთანთქმის ერთ-ერთი კომპონენტია. ,,არმინფოს’’-თან ინტერვიუში ასეთი მოსაზრება გამოთქვა  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არცახის რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არმან მელიქიანმა.

„ანკარასთვის ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს აზერბაიჯანის ინტერესების არსებითად არარსებობა. ეს უკანასკნელი თურქეთის ინტერესების ნაწილია, შესაბამისად, სწორედ ანკარასთან უნდა იქნას განხილული, ამასთან, არა მარტო სომხეთის, არამედ რუსეთის და ირანის მხრივაც. ყოველივე ეს სომხეთს, რფ და ირანს კარგს არაფერს არ მოუტანს. სომხურ-თურქეთის დაახლოების პროცესის კონტექსტში კი დეკლარაციის რატიფიცირება ერევნის მიერ არცახის საკითხის ანკარასთან იძულებით განხილვის სასარგებლოდ მეტყველებს”, – განაცხადა მან.

მისი აზრით, სამხრეთ კავკასიაში თავის ბოლო ქმედებებში ანკარა ხელმძღვანელობს მკაფიო, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხაზით. რომლის ფარგლებშიც ახორციელებს გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მიზნების მისაღებ პროგრამას. ეს უკანასკნელი გულისხმობს ნაბიჯების განხორციელებას გარკვეული თანმიმდევრობით. და რაც მთავარია, ის სარგებლობს ზოგიერთი ძირითადი საერთაშორისო მოთამაშის მხარდაჭერით.

აზერბაიჯანში “ალბანურ რელიგიურ ტაძრებში სომხების მიერ დატოვებული ცრუ კვალის” აღმოფხვრის შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნის კომენტირებისას, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბაქო იყენებდა და გამოიყენებს ყველაზე ბარბაროსულ მეთოდებს, რათა გაანადგუროს სომეხი ხალხის არცახის მრავალსაუკუნოვანი კუთვნილების ნებისმიერი მატერიალური მტკიცებულება. მელიქიანი ამ სტრუქტურის შექმნას სომხეთის „ტერიტორიული მისწრაფებების“ განეიტრალების ალიევის ერთ-ერთი მიზნის ფარგლებში განიხილავს.

“ძირითადად, მე აქ ახალს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ნახჭევანში სომხური კვალისა და მემკვიდრეობის განადგურების პოლიტიკის გაგრძელება. და მისი გამეფების შემდეგ, მთელი ამ ბარბაროსობის ავტორი ალიევია. აზერბაიჯანში აგრძელებენ დაკვეთით ისტორიის წერას. მაგრამ არცახელმა ისტორიკოსებმა და და არქეოლოგებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ცოტა რამ არ გააკეთეს იმისთვის, რომ ინფორმაცია არცახის ისტორიული, კულტურული და მატერიალური მემკვიდრეობის შესახებ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი“, – დაასკვნა მელიქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button