პოლიტიკა

აზერბაიჯანის ხელისუფლების სიძულვილის პოლიტიკას ორი ძირითადი საყრდენი აქვს – ეთნიკური და რელიგიური: სომხეთის ომბუდსმენი

სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორ-სტუდენტებს შეხვდა.

ომბუდსმენმა ილაპარაკა  ომის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების სიძულვილისა და მტრობის პროპაგანდის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომელსაც, არმან თატთოიანის თქმით, აქვს ორი საყრდენი – ეთნიკური და რელიგიური.

მან აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა არა მხოლოდ და არა იმდენად რიტორიკაა, რამდენადაც წლების განმავლობაში განხორციელებული რეალური პოლიტიკა (განათლება, კულტურა, სპორტი და ა.შ.). ამიტომ, მხოლოდ რიტორიკაზე საუბარი არ არის სწორი.

ეს პოლიტიკა არის ადამიანის უფლებების დარღვევის რეალური წყარო, მათ შორის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთსა და არცახში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისა და სხვადასხვა სისასტიკისა –  ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.

„სიძულვილისა და მტრობის პროპაგანდა აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკური ცხოვრების წყაროა, საკუთარი ხალხის შიდა პრობლემებისგან განრიდების საშუალება. ის არ შემცირებულა და არც შემცირდება. რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილი ახალ და ძალიან საშიშ განვითარებას იძენს, ის  სომეხ ხალხს ისლამოფობიაში ადანაშაულებს.  ყოველივე ამას მოაქვს ეკლესიების ნგრევის, მათი სომხური იდენტობის წაშლისა და სომეხი ტყვეების წამების ახალი გამოვლინებები“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო მოხსენება ისტორიულ ფაქტებზე ცხადყოფს სომხური ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ნამდვილ პატივისცემას ისლამის მიმართ.

აზერბაიჯანული სიძულვილის პოლიტიკა მსოფლიოს ორ ხალხს მტრად  აქცევს, რაც ასევე საშიშია  სხვა ქვეყნებისთვის, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, დასძინა თათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button