კულტურა

არტავაზდ ფელეშიანის განსაკუთრებული დაბადების დღე პარიზში

პარიზში, მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის არტავაზდ ფელეშიანის დაბადების დღეს, 22 თებერვალს, ოსტატის ბოლო ფილმის „ბუნება“ კინოთეატრალური პრემიერა შედგება. ამრიგად, ფილმის „ბუნება“ სამუზეუმო და საფესტივალო ჩვენებებს დაემატება კინოთეატრალური ჩვენებაც. ამის შესახებ წერს kinoashkharh.am.

ამიერიდან ფრანკოფონიის ქვეყნებში ფილმების დისტრიბუციას სადისტრიბუციო კომპანია “Les films du Camelia” განახორციელებს. იგი 1988 წელს დააარსა პროდიუსერ-რეჟისორმა რონალდ შამამ, რომელიც ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობის იზაბელ ჰუპერის მეუღლეა.

რონალდ შამას ეკუთვნის კინოთეატრი „ქრისტინე“, რომელიც მდებარეობს პარიზის მეექვსე უბანში, ისტორიულ სენ-ჟერმენ-დე-პროსის გულში, სადაც 22 თებერვალს გაიმართება ფილმის „ბუნება“ ოფიციალური პრემიერა.

ფელეშიანის ფილმის „ბუნება“ ცეცხლოვანი აფიშები უკვე გამოჩნდა პარიზის მეტროსადგურებში. პრემიერის შესახებ სტატიები იწერება კინოსადმი მიძღვნილ ბევრ გაზეთში და რა თქმა უნდა, ჟურნალში „Cahiers du cinéma“.

ამ პრემიერაში, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მზადდება, ბუნებრივია მონაწილეობს Cartier Foundation-იც ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 22 თებერვალი იქნება ოსტატისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული დღე.

ნახეთ მეტი
Back to top button