მთავარიპოლიტიკა

დელეგაცია ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით მიიღო სომხეთის თავდაცვის მინისტრმა

სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო დელეგაცია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას  სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიტორინმა.

მიესალმა რა სტუმრებს, სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, პირადად ელჩ კლაარის აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებისათვის  გაწეული აქტიური მცდელობისთვის და გააცნო  არცახში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა.

ტოივო კლაარმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაში, სიტუაციის სტაბილიზაციაში, ხელი შეუწყოს სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებულების დაბრუნებისა  და დაკარგული პირების ძებნის მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.

ნახეთ მეტი
Back to top button