საზოგადოება
კორონავირუსი სომხეთში
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 408 381 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 201 გარდაიცვალა, 379 126 კი – გამოჯანმრთელდა.