მთავარიპოლიტიკა

მჰერ გრიგორიანმა და ტოივო კლაარმა გაცვალეს მოსაზრებები ტრანსპორტის განბლოკვის შესახებ

სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი.

მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონულ მოვლენებზე, კერძოდ, ტრანსპორტის განბლოკვის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე. ამ კონტექსტში, მჰერ გრიგორიანმა წარმოადგინა სომხური მხარის პოზიციები და შეეხო განბლოკვის პრინციპებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივ საინტერსო  სხვა საკითხებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button