რატომ არის სომხეთის ინტერესებში აფხაზეთის რკინიგზის გახსნა?

ქართველებს უნდა ესმოდეს, რომ თუ სომხეთისთვის რკინიგზის აზერბაიჯანული მონაკვეთი გაიხსნება და რუსეთში დაღესტნის გავლით შევალთ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს, რაც გაზრდის პოლიტიკურ დამოკიდებულებას ძლიერ მეზობლებზე. „Sputnik სომხეთთან“ საუბარში, რეგიონულ ბლოკადაზე საუბრისას, განაცხადა ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა არამ საფარიანმა.
მისი აზრით, თუ საქართველოს სურს ამ პერსპექტივის თავიდან აცილება, მან უნდა იფიქროს სატრანსპორტო მარშრუტების განახლებაზე.
„ჩვენი კლუბის ეკონომისტები აცხადებენ, ევრაზესის წევრებს, ბელორუსიას და ყაზახეთს კარგი ურთიერთობები აქვთ საქართველოსთან. თუ ჩვენზე დიდები არიან, ძლიერები არიან, თუ რაიმეს ამბობენ, ჩვენ მხარს ვუბამთ, ვაკეთებთ, პოლიტიკაში სხვა გზა არ არის, მაგრამ ჩვენ რომ გვჭირდება, რატომ არ დგას ეს საკითხი ისე, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, – განაცხადა საფარიანმა.