აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ სომხური მემკვიდრეობის განადგურება კულტურული გენოციდია: თურქი ჟურნალისტი

როგორც „infoteka24“ წერს, ისრაელში მცხოვრებმა თურქმა ჟურნალისტმა უზაი ბულუთმა გამოაქვეყნა სტატია Providence-ის ვებსაიტზე, სადაც მან აზერბაიჯანი დაადანაშაულა ისტორიის გაყალბებაში და დაგმო აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება, წაშალოს სომხური წარწერები რელიგიურ ძეგლებზე მთიან ყარაბაღში (არცახი), სადაც აზერბაიჯანი შეიჭრა 2020 წელს სომეხთა წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგად.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ეს გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილების პირდაპირი დარღვევა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან აიცილოს და დასაჯოს ვანდალიზმისა და შეურაცხყოფის ქმედებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის ეკლესიებსა და სხვა სიწმინდეებზე, ძეგლებზე, სასაფლაოებზე და არტეფაქტებზე.
ბულუთი აღნიშნავს, რომ ეს არ არის სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პირველი მცდელობა აზერბაიჯანის მხრიდან. კულტურული მემკვიდრეობის ორმა გამორჩეულმა აკადემიურმა მკვლევარმა სიმონ მაღაქიანმა და სარა პიკმანმა 2019 წელს დაწერეს, რომ აზერბაიჯანმა ნახიჩევანში გაანადგურა შუა საუკუნეების 89 ეკლესია, 5840 რთული ხაჩქარი და 22000 საფლავის ქვა. მაღაქიანმა ამ ქმედებებს “21-ე საუკუნის უდიდესი კულტურული გენოციდი” უწოდა.
ინციატივა „Save Armenian Monuments“-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა ვირჯინია დევისმა ასევე დაგმო აზერბაიჯანი აღნიშნული გადაწყვეტილების გამო და დაადანაშაულა არა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაში, არამედ აღნიშნა, რომ ნახჭევანში მომხდარი არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გენოციდის ტოლფასი.
თურქი ჟურნალისტი 1914-23 წლების გენოციდის შემდეგ თურქეთში სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების საკითხსაც შეეხო. სომხების საკუთრებაში არსებულ სახლებთან და სხვა კერძო საკუთრებასთან ერთად, გაქრა ან გადაკეთდა ეკლესიები და სკოლის შენობები ბანკებად, რადიოსადგურებად, მეჩეთებად, საჯარო სკოლებად ან თამბაქოს, ჩაის, შაქრის და ა.შ. მონოპოლიურ საწყობებად, ან უბრალოდ კერძო სახლებად და თავლებად, თურქებისთვის და ქურთებისთვის.
მსგავსი კულტურული დანაშაულებები ასევე ჩაიდინეს თურქეთში ასურელებისა და ბერძნების წინააღმდეგ. ოდესღაც უდიდესი ქრისტიანული ეკლესია მსოფლიოში, ბერძნული ეკლესია აია სოფია კონსტანტინოპოლში პირველად გადაკეთდა მეჩეთად მას შემდეგ, რაც ოსმალეთის თურქები შეიჭრნენ ქალაქში მეთხუთმეტე საუკუნეში. მოგვიანებით 1935 წელს თურქეთის მთავრობამ მუზეუმად გადააკეთა ის. 2020 წლის ივლისში ყოფილი ეკლესია კიდევ ერთხელ გადაკეთდა მეჩეთად. ერთი თვის შემდეგ, კიდევ ერთი ისტორიული ბერძნული ეკლესია, ხორა, ასევე მეჩეთად გადაკეთდა.