საზოგადოება

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 8 პირი

,,მთავარი არხი” წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 8 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან:

  • 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი., რომლის ბინის ჩხრეკისას “ნაგანის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 14 ვაზნა ამოიღეს.
     
  • 1984 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ო. ჩხრეკისას ამოღებულია “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და 5 მჭიდი.
     
  • 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.მ. მისი ავტომობილის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 ვაზნა ამოიღეს;
     
  • 1985 წელს დაბადებული ა.ჯ. ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, რევოლვერი და 25 საბრძოლო ვაზნა;
     
  • 1978 წელს დაბადებული რ. კ. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 ცალი “სმიტ ვენსონის” მოდელის რევოლვერი და 23 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს;
     
  • 1969 წელს დაბადებული კ.კ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას “ჩეზეს” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს;
     
  • 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ. ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, “ნაგანის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს;
     
  • 1988 წელს დაბადებული კ.ლ. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: პისტოლეტი მჭიდით, 2 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანის 10 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button