საზოგადოება
გამყრელიძე: ქვეყანა ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება – გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს
,,Metronome.ge” წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ახალი, ანტივურუსული პრეპარატი შემოვა, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს.
“ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს. არის “ფაიზერის” ინოვაციური პრეპარატი, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს. მოლაპარაკებები მიდის და უკვე დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ ეს პრეპარატი უნდა მიიღოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.