პოლიტიკა
ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების სახელმწიფო მეთაურების საბჭო მაისში გაიმართება
ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა მაისში, შესაძლოა ისიკ-ყულში გაიმართოს, განაცხადა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა აკილბეკ ჯაფაროვმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
“სახელმწიფო მეთაურების საბჭო მაისში გაიმართება. ჩვენ ვგეგმავთ მის ჩატარებას ყირგიზეთში, შესაძლოა ისიკ-ყულში”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში გაიმართება „დიდი ეკონომიკური ფორუმი“, სადაც განიხილება ყირგიზეთის ყველა ინიციატივა ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა დეკემბერში გამოაცხადა.