პოლიტიკა

ევროპაში ოთხშაბათს ომები ნაკლებად იწყება…თავდასხმა არ იქნება – EU-ში რუსეთის ელჩი

,,Metronome.ge” წერს, რომ ევროპაში ოთხშაბათს ომები ნაკლებად იწყება…თავდასხმა არ იქნება, – აღნიშნულის შესახებ “ევროკავშირში” რუსეთის ელჩმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა.

ჩიჟოვმა, გერმანულ ტელეარხ WELT- თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში უარყო განხილული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რუსეთი ოთხშაბათს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს.

“გარწმუნებთ, რომ ამ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება. არც მომავალ კვირას, არც მომავალ თვეს, არ იქნება…ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს,” – განაცხადა ჩიჟოვმა.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს სერიოზულად მოეკიდონ უსაფრთხოების აქტუალურ პრობლემებს მოსკოვის მხრიდან.

“როცა ბრალდებებს აყენებ, განსაკუთრებით ძალიან სერიოზულ ბრალდებებს რუსეთის მიმართ, ვალდებული ხარ, მტკიცებულებებიც წარმოადგინო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილისწამებაა“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების ვებგვერდები გაითიშა.

ნახეთ მეტი
Back to top button