პოლიტიკა

იეზიდებმა გაკიცხეს მორგან ფრიმანი Turkish Airlines-ის რეკლამის გამო

იეზიდურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Free Yazidi Foundation, დაგმო ჰოლივუდის მსახიობი მორგან ფრიმანი თურქული სახელმწიფო ავიაკომპანიის Turkish Airlines-ის რეკლამაში გამოჩენისთვის.

Twitter-ის პოსტში ფონდმა გაიხსენა, რომ ერთ დროს ნელსონ მანდელამ, რომელთანაც ფრიმანს ფოტო აქვს, უარი თქვა თურქულ ჯილდოზე ადამიანის უფლებათა ინსტიტუციური დარღვევის გამო. ფონდი სთხოვს მორგან ფრიმანს განიხილოს ის გზავნილი, რომელსაც მისი მონაწილეობა ამ რეკლამაში უგზავნის მათ, ვინც ერაყსა და სირიაში თურქეთის ექსპანსიისგან იტანჯება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობამ საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის ავიაკომპანიის რეკლამაში ბევრის გაბრაზება გამოიწვია Twitter-ზე. ფაქტია, რომ სწორედ თურქეთის ავიახაზები გამოიყენება თურქეთის რეჟიმის მიერ ტერორისტების სხვადასხვა ქვეყნებში გადასაყვანად, ასევე ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების გასატაცებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button