პოლიტიკა

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა იქცეს პოლიტიკურ იარაღად. იუნესკო აზერბაიჯანის ხელყოფის შესახებ არცახის სომხურ სიწმინდეებზე

იუნესკო მუშაობს დამოუკიდებელი ტექნიკური მისიის გაგზავნაზე მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ აცხადებენ იუნესკოს პრესსამსახურში „არმენპრეს“-ის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხება არცახის რესპუბლიკის 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი შეურაცხყოფის, დასახიჩრებისა და განადგურების შემთხვევებს.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ფაქტების დამდგენი მისია დაიწყება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 1954 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში იუნესკოს დამოუკიდებელი ტექნიკური მისიის გაგზავნის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამ დროისთვის აუცილებელი პირობები არ არსებობს. ამიტომ, დისკუსიები კვლავ გრძელდება“, –  „არმენპრესს“ განუცხადა იუნესკოს პრესსპიკერმა თომას მალარდმა.

თალიშში დანგრეული და წაბილწულლი სომხური ძეგლი

უპასუხა რა კითხვას, „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმეზე სასწრაფო ზომების მიღების შესახებ ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, როგორ აფასებს ორგანიზაცია აზერბაიჯანის მთავრობის ქმედებებს მთიან ყარაბაღში სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, მათ შორის ბოლო განცხადების ჩათვლით, რომ აზერბაიჯანში შეიქმნა „სპეციალისტების“ სამუშაო ჯგუფი, რომელიც თითქოს და „ავღანური ეკლესიებიდან“ წაშლის სომხურ წარწერებს და სხვა კვალს, და ნუთუ ნამდვილადისტორიის აზერბაიჯანული კომენტირება შეიძლება გამართლება იყოს რელიგიური და სხვა ძეგლებიდან სომხური ისტორიული წარწერების და სხვა კვალის აღმოსაფხვრელად? იუნესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური მიზნების იარაღად.

 „კულტურული მემკვიდრეობა და ისტორია არ უნდა იქცეს რაიმე პოლიტიკური მიზნის იარაღად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს, პატივი სცენ ამ პრინციპს მთელს მსოფლიოში“, – თქვა იუნესკომ.

შუშის წმინდა მაცხოვრის ღაზანჩეწოცის ეკლესია აზერბაიჯანის დაბომბვის შემდეგ

3 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ ქერიმოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში შეიქმნა ,,ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისგან“ შემდგარი ,,ავღანური ისტორიკოსებისა და არქიტექტორებისსამუშაო ჯგუფი”, რომლის მიზანია ე.წ. “ავღანური ტაძრებიდან“ წაშალოს “სომხების მიერ დატოვებული ცრუ კვალი”.

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო შუალედური ზომების გამოყენების შესახებ გაეროს მართლმსაჯულობის საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების უხეში დარღვევა.  არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა აზერბაიჯანის პოლიტიკა კულტურულ გენოციდად შეაფასა.

ღაზანჩეწოცის ეკლესია ფორმის შეცვლის შემდეგ

2021 წელი 7 დეკემბერს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) სომხეთის რესპუბლიკის სარჩელის საფუძველზე სომხეთ-აზერბაიჯანის საქმის კონტექსტში გამოსცა ,,გადაწყვეტილება გადაუდებელი ზომების მიღების შესახებ“, რომელიც  ავალდებულებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას „მიიღოს ყველა საჭირო ზომა სომხური კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ეკლესიების, სხვა სალოცავი ადგილების, ძეგლების, ღირსშესანიშნაობების, სასაფლაოების, არტეფაქტების წინააღმდეგ ვანდალიზმისა და წაბილწვის აღსაკვეთად“.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის არა მხოლოდ ღია გამოწვევა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, არამედ ეწინააღმდეგება შერიგების შესახებ აზერბაიჯანის განცხადებებს  და სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის მშვიდობას რეგიონში. შექმნილ ვითარებაში, ოფიციალური ერევანი პრიორიტეტად მიიჩნევს იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულეის მიერ შემოთავაზებულ იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის განხორციელებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ,,შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ 1954წ. ჰააგის კონვენციისა და მისი ორი პროტოკოლის შესაბამისად.

2020 წელს არცას რესპუბლიკის წინააღმდეგ 44-დღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და არცახიდან სომხური კულტურის კვალის აღმოსაფხვრელად. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი ეკლესია, მონასტერი, ძეგლი, ისტორიულ-კულტურული ძეგლი მთლიანად განადგურდა, წაიბილწა, დეფორმაცია განიცადა, შუშის ღაზანჩეწოცის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული სხვა სიწმინდეებითა და ძეგლებით ამთავრებული. ამ კულტურული დანაშაულების და ვანდალიზმის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა პლატფორმაზე war.karabakhrecords.info:

აზერბაიჯანელები ბილწავდნენ სომხების საფლავებს

აღვანქი, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „კავკასიური ალბანეთი“, იყო ერთ-ერთი უძველესი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრებოდა დიდ სომხეთს და ეკავა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი. რეგიონში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხები სამოციქულო ქრისტიანები გახდნენ ად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან. მე-10-11 საუკუნეების შემდეგ, განსაკუთრებით სელჩუკ-თურქებისა და თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ, აღვანქი თანდათან დაიშალა და შეწყვიტა არსებობა, როგორც არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ ისტორიულ-გეოგრაფიულმა ერთეულმა.

სომხეთი და აღვანქი

აღვანქის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი საკითხია რეგიონში, მათ შორის სომხეთში. ყოველ შემთხვევაში, რა კავშირშია მხოლოდ 1918 წელს შექმნილი  აზერბაიჯანის [დემოკრატიული] რესპუბლიკა და თანამედროვე აზერბაიჯანელები  აღვანქსა და აღვანის მემკვიდრეობასთან? ობიექტური და მიუკერძოებელი ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით, ნათელი არაა, ვინაიდან მათ არ დაუმკვიდრებიათ არც აღვანიდან ხალხების რელიგია და კულტურა და არც კი მათი ქვეყნის სახელი. აღვანის ხალხებიდან დღემდე ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ხალხია უტები ან უდიები, რომლებსაც ბაქოს რეჟიმი ყველანაირად იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათი მეშვეობით ცდილობს სომხური სიწმინდეების და სხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლების მითვისებას არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბაღის, არამედ ისტორიულ დასავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე.

უდიები ახთამარის წმ.ჯვრის ეკლესიაში.

ავტორები:

არამ სარგსიანი ანჟელა ჰამბარძუმიანი

ნახეთ მეტი
Back to top button