მთავარიპოლიტიკა

რუსეთი მიესალმება ირანის გეგმას სამხრეთ კავკასიის 3+3 ფორმატში შეხვედრის ჩატარების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიესალმა შეთანხმებას სამხრეთ კავკასიის პლატფორმის შემდეგი შეხვედრის ირანში “3 + 3” ფორმატში ჩატარების შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო Tasnim.

ორშაბათს სატელეფონო საუბარში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივი ინტერესის მქონე განსაზღვრული საკითხები.

ლავროვმა მადლობა გადაუხადა ირანს ვენის მოლაპარაკებების დროს ინიციატივებისა და კონსტრუქციული მიდგომისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ვენის მოლაპარაკებების სხვადასხვა მხარეებს შორის მიმდინარე კონსულტაციების და მოლაპარაკებების აუცილებლობას ტექსტებისა და წინადადებების განხილვისა და შეთანხმების მისაღწევად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ირანის გეგმას, უმასპინძლოს სამხრეთ კავკასიაში „3+3“ პლატფორმის მეორე შეხვედრას და გამოთქვა იმედი, რომ კონფერენცია კიდევ უფრო უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნის ინტერესებს, შეინარჩუნებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას რეგიონში.

მან 3+3 სამხრეთ კავკასიის პლატფორმის მოახლოებული სხდომა ასევე შეაფასა, როგორც კონსენსუსის შესაძლებლობა რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რეგიონის ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

“3 + 3” ფორმატით პირველი შეხვედრა გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში, რომლის დროსაც 5 მონაწილე ქვეყნის – სომხეთის, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებმა განიხილეს რეგიონში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები  და საერთო საფრთხეებთან გამკლავება.

ნახეთ მეტი
Back to top button