მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრეს

15 თებერვალს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

საუბარი შეეხო 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11იანვრის სამმხრივი განცხადებებით მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, დემარკაციისა და დელიმიტაციის  მექანიზმების ჩამოყალიბებას.

სატელეფონო საუბრისას სრ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ, მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობასთან, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგთან დაკავშირებულ  საკითხებზე.

მათ მოსაზრებები გაცვალეს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.

ნახეთ მეტი
Back to top button