საზოგადოება

15 315 ახალი შემთხვევა და კიდევ 55 გარდაცვლილი – 16 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 55 ადამიანი, 10 894 კი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 058 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 31 794 ტესტით, ხოლო 18 264 PCR-ით. 15 თებერვალს აიცრა 3 560 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 30,59%-ია, ბოლო 14 დღის – 32,02%-ია, 7 დღის –  31,51%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 496 156 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 300 062 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 683 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button