მთავარიპოლიტიკა

ანტიკორუფციული პოლიტიკის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მთავრობაში ანტიკორუფციული პოლიტიკის საბჭოს მორიგი სხდომა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

დღის წესრიგის პირველი საკითხი ეხებოდა GRECO-სa  და   ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებს სომხეთის რესპუბლიკის 2021 წლის შეფასების შედეგების შესახებ. ისინი ეხებიან კორუფციის აღკვეთის კომისიის, პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოების, ეროვნული ასამბლეის საქმიანობას და გარკვეული ფუნქციების განხორციელებას. წინადადებებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დაკვირვებები და მოსაზრებები.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა სომხეთის რეიტინგის უწყვეტი მატება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში აუცილებელია გამოვეხმაუროთ მიღებულ  სიგნალებს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადებები უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია ინსტიტუციური რეფორმები, მათ შორის ანტიკორუფციულ და სასამართლო სფეროებში.

შესაბამის ორგანოებს დაევალა ზემოაღნიშნული წინადადებების შეფასება და მათი შედეგების მიხედვით   დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button