მთავარისაზოგადოება

ახალი ვებგვერდი საინფორმაციო ომში არცახის არსენალს შეავსებს

15 თებერვალს გაიმართა არცახის რესპუბლიკის ისტორიული გარემოს დაცვის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, artsakhmonuments.com-ის პრეზენტაცია.

„ის მოდის საინფორმაციო ომში ჩვენი არსენალის შესავსებად, როგორც ჩვენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი დამცველი,და შესაძლებლობის ფარგლებში  მსოფლიოსთვის არცახის, მისი კულტურული სიმდიდრის და რა თქმა უნდა, ამ კულტურის შემქმნელებისა და მატარებლების გასაცნობად“, – ნათქვამია სახელმწიფო არა კომერციული ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.

სახელმწიფო არა კომერციული ორგანიზაციის ,,ისტორიული გარემოს დაცვის სახელმწიფო სამსახურის“ მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული უძრავი ძეგლების, ისტორიულ-ბუნებრივი გარემოს, ლანდშაფტების, სხვა კულტურული ფასეულობების შენარჩუნება, შესწავლა, პოპულარიზაცია და გამოყენება.

სახელმწიფო არა კომერციული ორგანიზაცია შედგება ექვსი რეგიონალური სახელმწიფო სამსახურისგან (შუშის, ჰადრუთის, ქაშათაღის, ასკერანის, მარტუნის, მარტაკერტის), ასევე ოთხი ნაკრძალისგან (ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი ,,ტიგრანაკერტი“, ბუნებრივ ისტორიული ნაკრძალი „ჰუნოთის ხეობა“, სახელმწიფო ბუნებრივ-ისტორიული ნაკრძალი „აზოხის მღვიმე“ და სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი “ტოღის მელიქაკან აპარანქ”). ამჟამად აზერბაიჯანის მიერ არის ოკუპირებული ჰადრუტის, ქაშათაღის, ქარვაჭრის რაიონები და ყველა ნაკრძალი.

ნახეთ მეტი
Back to top button