მთავარისაზოგადოება

ახალქალაქში TUMO-ს ფილიალი გაიხსნა

კრეატიული  ტექნოლოგიების საბავშვო ცენტრის  „Tumo“-ს  საქართველოს ქალაქ ახალქალაქის  ფილიალმა  პირველი აღსაზრდელები მიიღო. ცენტრისა  და სომხური დახმარების საზოგადოების ჯავახეთის  ფილიალს შორის თანამშრომლობის შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამა „Tumo“   უკვე ხელმისაწვდომია ჯავახელი ახალგაზრდებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს სომეხთა სათვისტომოს  ფეისბუქ-გვერდი.  

„Tumo“-ს ფილიალის  გახსნა ახალქალაქში ჩვენთვის ძალიან სიმბოლურია. სომხეთის ფარგლებს გარეთ ის  ერთდროულად ასობით სომეხ ახალგაზრდას ემსახურება, ეს ახალი ფილიალი  კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისიას,  გავხადოთ ჩვენი ინოვაციური განათლება ყველა სომეხი ახალგაზრდასთვის ხელმისაწვდომი “, – ამბობს  Tumo-ს  დირექტორი მარი ლუ ფაფაზიანი.

ეს არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ Tumo-ს  სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდეს ჯავახელი ახალგაზრდებისთვის, შემდგომი  გაფართოების პოტენციალით.

ნახეთ მეტი
Back to top button