მთავარისაზოგადოება

თებერვალ-მაისში არცახში საცეცხლე სწავლება გაიმართება

2022 წლის თებერვალ-მაისში არცახის რესპუბლიკაში საცეცხლე მომზადების წვრთნები ჩატარდება. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას არცახის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებული გზავნილიდან ვიგებთ.

„არცახის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო უნარების ამაღლების მიზნით, უშიშროების საბჭოს მდივნის ვიტალი ბალასანიანის ინიციატივით, 2022 წლის თებერვალ-მაისში ჩატარდება საცეცხლე მომზადება, რომელიც განხორციელდება თავდაცვის არმიის ლოგისტიკური ბაზის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ასევე მსხვილი დაწესებულება-საწარმოების თანამშრომლები.

აღნიშნულია, რომ წვრთნებში უკვე მიიღეს მონაწილეობა უშიშროების საბჭოს ოფისის თანამშრომლებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button