საზოგადოება

სომხეთში თავშესაფრის თხოვნით აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებმაც კი მიმართეს

2021 წელს სომხეთის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს სომხეთში თავშესაფრის თხოვნით 260-მა ადამიანმა მიმართა. ამის შესახებ წერს „არმენპრესი“  მიგრაციის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით.

2021 წელს სომხეთში თავშესაფარი ირანის 118-მა მოქალაქემ ითხოვა, საიდანაც უარი ეთქვა ირანის 42 მოქალაქეს.  ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ირანის 40 მოქალაქეს. 3-ს შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი.  

ირანის მოქალაქეების შემდეგ, 2021 წელს, ყველაზე მეტმა ერაყის მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი – 52 ადამიანმა.

გასულ წელს სირიის 27 მოქალაქემ ითხოვა  თავშესაფარი. ამჟამად  მათგან 20-მა ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

სხვა ქვეყნებზე თავშესაფარის მაძიებელთა რიცხობრივი მაჩვენებელი ასე ნაწილდება: კუბა -14 მოქალაქე,  რუსეთი – 7,  თურქეთი – 6,  აზერბაიჯანი – 3.

წლის განმავლობაში თავშესაფარი მოითხოვეს ჩინეთის, უკრაინის, იორდანიის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც.

ამრიგად, 2021 წლის შედეგების მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნით 260 მოქალაქიდან 69 განაცხადი შეჩერდა ან უარყოფილ იქნა, 67 თავშესაფრის მაძიებელს უარი ეთქვა, 78-მა ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 10 ადამიანს შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი. უფრო მეტიც, 2021 წელს სომხეთს თავშესაფრის თხოვნით გაცილებით მეტმა მოქალაქემ მიმართა, ვიდრე 2020 და 2019 წლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button