მთავარიპოლიტიკა

სურენ პაპიკიანმა მიიღო საფრანგეთის ელჩი და სამხედრო ატაშე

16 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ანა ლუიო და სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი (რეზიდენცია – ქ. თბილისი).

მაღალი შეფასება მისცა რა სომხეთსა და საფრანგეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ხელმძღვანელობას სომეხი სამხედრო ტყვეების რეპატრიაციის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მხარდაჭერისთვის.

ელჩ ლუიოს თხოვნით თავდაცვის მინისტრმა გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება.

შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button