პოლიტიკა

არცახის ეროვნულმა კრებამ სრულად მიიღო კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”

არცახის ეროვნულმა კრებამ მეორე მოსმენით სრულად მიიღო კანონპროექტი „არცახის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ  „ტელეგრამის“ თავის არხზე განაცხადა არცახის სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა.

„ცოტა ხნის წინ ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონი „არცახის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის შემუშავება მთავრობაში თვეების წინ დაიწყო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გვაქვს შეზღუდული სამართლებრივი მექანიზმები კანონში აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად, მაგრამ ვალდებულნი ვართ ამ მიმართულებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული სამართლებრივ-პოლიტიკური მექანიზმები. არცახის რესპუბლიკის ტერიტორიები უნდა იყოს დეოკუპირებული, ჩვენი მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“, – წერს ბეგლარიანი.

16 თებერვალს, არცახის ეროვნულმა კრებამ პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. 4 თებერვალს, არცახის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის და  პარლამენტის ყველა 5 ფრაქციის ინიციატივით გავრცელებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ 1991-1994 და 2016 წლებში აზერაბიჯანის რესპუბლიკის და 2020 წელს თურქეთის და უცხო ქვეყნის შეიარაღებული ტერორისტების უშუალო მონაწილეობით  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ სტატუსთან და მათზე გავრცელებულ სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმთან, სახელმწიფო მმართველობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებების საქმიანობის თავისებურებებთან დაკავშირებული ურთიერთობები, ასევე იურიდიული პირების უფლებები, ინტერესების დაცვა“. მიღებული კანონით ოკუპირებული ტერიტორიებია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მყოფი ,,მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფის შესახებ“ კანონში აღნიშნული რეგიონები, თემები და დასახლებები, ნიშნებით *, ** და ***, ასევე რეგიონების ტერიტორიაზე შემავალი მიწები და წყლის რესურსები.

2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ქალაქ შუშში ხელი მოაწერეს დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეთა ურთიერთობების დამყარების შესახებ, რომელიც ცნობილია ე.წ. “შუშის დეკლარაციით”. 2022 წელი 12 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ „შუშის დეკლარაციის“ რატიფიცირების შესახებ. იმავე დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ დეკლარაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button